უბნის ტერიტორიაზე მყოფი დამკვირვებლები „ნაციონალური მოძრაობიდან“, გამოდიან უბნის გარე პერიმეტრზე და აწარმოებდნენ თავიანთი ამომრჩევლების შეყვანას საარჩევნო უბანზე. ამავე მუნციპალიტეტის, სოფელ ხორნაბუჯში 22-ე უბანზე დგას ფურგონი „მოსკვიჩის“ ფირმის ავტომობილი, სანომრე ნიშნით RAQ- 249, რომელშიც ზის სამი ქალბატონი, რომლებიც ამომრჩეველს ბიულეტინებს ურიგებენ. 19-ე უბანზე ამომრჩევლის დაშინებას აქვს ადგილი. „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები აიძულებენ მოქალაქეებს აჩვენონ ბიულეტენზე შემოხაზული ხუთიანები.