ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარკირების სითხე შემოწმების მიზნით გამოსცადა, თუმცა ფარანმა არ აჩვენა. საიას წარმომადგენლის საჩივარი უსაფუძვლოდ ჩათვალა საუბნო საარჩევნო კომისიამ და ხმის მიცემის პროცედურა გააგრძელა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ე.წ. კარუსელების საფრთხე არსებობს. “ჩვენმა წარმომადგენელმა თავად გამოსცადა მარკირების სითხე და ფარანმა იგი არ აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ერთი და იმავე ამომრჩეველი რამდენჯერმე შეიძლება შევიდეს უბანზე. ჩვენი საჩივარი არც ოლქმა და არც საუბნო კომისიამ საფუძვლიანად არ ჩათვალა. ჩვენ საჩივრით ვითხოვთ, რომ უბნის შედეგები ბათილად იქნეს ცნობილი,” _ ამბობს ხიმშიაშვილი.
ამავე უბანზე მოსახლეობის უკმაყოფილება მოყვა საუბნო კომისიის მუშაობას. მოსახლეობის განცხადებით, მათ ხმის მისაცემად დიდხანს უწევთ ლოდინი. საუბნო კომისიის თავმჯდომარის დალი მეგრელიძე ამბობს, რომ კომისიამ, იმისათვის, რომ რიგები არ წარმოქმნილიყო, გვარების მიხედვით დაიწყო ამომრჩევლების შეშვება. “ხდება ისე, რომ “ა”-დან “ვ”-მდე შეიძლება ბევრი ამომრჩეველი იყოს, ამ დროს კი “შ”-დან “ჰ”-მდე არავინ იყოს. ნაკადის მოწესრიგების მიზნით ასე ვაკეთებთ,” – ამბობს მეგრელიძე.
ქობულეთის #8 უბანზე 812 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკომ უბანს კი მხოლოდ 700 ბიულეტენი გადასცა.