როგორ ნათელა ბახტაძე ყვება, იგი ერთ-ერთ ამომრჩეველმა შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. “ქალბატონი, რომელიც იდგა ხმის მისაცემად რიგში, უცებ ატეხა წივილ-კივილი, რომ ქეთევან სურმანიძე ქართული ოცნების აგიტაციას ეწეოდა. იქ მყოფ ადამიანებმა თქვა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. როდესაც ეს ქალბატონი შემოვიდა საარჩევნო უბანზე მე მას ვთხოვე პირადობის მოწმობა. დავის შემდეგ ძლივს გამოვართვი მოწმობა. როდესაც წავიდა ხმის მისაცემად ვთხოვე, რომ ჩანთა დაეტოვებინა მაგიდაზე, რადგან ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩანთა არ უნდა შეიტანოს ამომრჩეველმა საარჩევნო კაბინაში. თავს ვიზღვევთ, რომ გაყალბება არ მოხდეს. ამის შემდეგ ქალბატონი გაბრაზდა და ატეხა კივილი, გამოიძახა პატრული”.
ნათელა ბახტაძე საპატრულო პოლიციამ განყოფილებაში დასაკითხად წაიყვანა.
#66 საარჩევნო უბანში ბათუმის ოლქის თავმჯდომარე და იურისტიც მივიდა.
ამ დროისთვის უბანზე ხმის მიცემის პროცედურა გრძელდება.