https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უპრეცედენტო პრეცედენტი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში

14:10; 23.10.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსმა” 2011 წლის ნოემბერში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ლევან ნუცუბიძეს მიმართა წერილობით: გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია 2010 წელს და 2011 წლის 1 იანვრიდან დღემდე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში შემოსული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, რომელიც დამთავრდა საპროცესო გარიგებით და რა რაოდენობის ფულადი ჯარიმა დაეკისრათ ბრალდებულებს.

ასევე გთხოვთ, მოგვაწოდოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სტატისტიკა 2011 წლის 1 იანვრიდან დღემდე და დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა.”

სასამართლოს პასუხი მაშინ ასეთი იყო: “თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებულ სტატისტიკას სასამართლო არ აწარმოებს. გამოთხოვილი მასალების მოძიებისთვის საჭიროა საქმეების სისტემატიზაცია და საარქივო დამუშავება, რაც მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს. ამასთან, მოგახსენებთ, რომ სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლოს აპარატი დაკავებულია სასამართლოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ტიპის საქმეების დამუშავება და ამ მიზნით სასამართლოს ადმინისტრაციული პერსონალის ძირითადი რესურსების მობილიზება არ წარმოადენს სასამართლოსთვის აუცილებელ საჭიროებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ თქვენი თხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ამასთან გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეგიძლიათ, გაასაჩივროთ მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზემდგომ თანამდებობის პირთან.” წერილს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად მახარაძე აწერდა ხელს.

ამის შემდეგ, ისევ მივმართეთ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ლევან ნუცუბიძეს:

“1. ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ და კონკრეტულად, ვის მიმართ.

2. პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღმკვეთი ღონისძიებების სახით, ბრალდებულის მოთხოვნების შესაბამისად რამდენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

პასუხი: “თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ბოლო ორი წლის განმავლობაში დადგენილი იქნა ერთი ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.

პროკურატურის მიერ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შესახებ შემოტანილ 41 შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა მოთხოვნის შესაბამისად”.

ოფიციალურ წერილს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნ. სიხარულიძე აწერს ხელს.

“გურია ნიუსის” კიდევ ერთი ოფიციალური განცხადება ოზურგეთის რაიონულ პროკურატურის სახელზე გაიგზავნა:

“2010-2011 წლის განმავლობაში, პროკურატურის მიერ წარმოებულ საქმეებზე რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგა და კონკრეტულად ვის მიმართ?”

პროკურატურის პასუხი ასეთია: “გაცნობებთ, რომ თქვენი 2011 წლის 19 სექტემბრით დათარიღებული განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, საიდანაც უმოკლეს ვადაში მიიღებთ პასუხს”.

ამ წერილს ხელს ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძე აწერს, მასში დაპირებული პასუხი კი ამ დრომდე არ მიგვიღია

ბოლო თვეებში ადვოკატები “გურია ნიუსთან” აქტიურად საუბრობდნენ პროკურატურისა და სასამართლოს ხშირად უკანონო პატიმრობაში მიცემული პირების შესახებ და გვთხოვდნენ: მიმართეთ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს _ მისი აქ ყოფნის დროს, ამ შვიდი წლის განმავლობაში, რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგა? არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანიათ და არც ერთი კვალიფიკაცია არ არის შეცვლილი _ პროკურორს ყველა შუამდგომლობა დაუკმაყოფილეს.

27 სექტემბერს კი უპრეცედენტო პრეცედენტი მოხდა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში. სასამართლოს თავმჯდომარემ ლევან ნუცუბიძემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

საქმის მასალების მიხედვით, პ. ჯ., რომელიც თავს ირჩენდა ზღვის სანაპიროზე ვაჭრობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის პლაჟზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ერთ-ერთი დამსვენებლის ჩანთას დაეუფლა. ჩანთაში 100 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი და 19 ლარის ოდენობის ფულადი თანხა იდო. დაზარალებული ამ დროს იქვე მდებარე სანატორიუმში იმყოფებოდა. უკან მობრუნებულს კი კუთვნილი ნივთები ადგილზე არ დახვდა და დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ბრალდების მხარემ, მტკიცებულებების სახით, მობილური ტელეფონისა და ხელჩანთის დათვალიერების, ასევე ნივთმტკიცების გახსნისა და ამოცნობის ოქმები წარმოადგინა. პ.ჯ.-მ კი განმარტა, რომ ქურდობის განზრახვა არ ჰქონდა. ის ჯერ დარწმუნდა, რომ მახლობლად არავინ იყო, მოგვიანებით კი ნაპოვნი ნივთები პოლიციაში ჩააბარა. იგივეს ადასტურებდა მისი მეუღლე, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა. ამასთან, დაზარალებულის განმარტებით, ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია და ეჭვიც არავისზე ჰქონდა.

ამ გარემოებებზე დაყრდნობით, ადვოკატმა კობა ესაძემ, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება მოითხოვა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია და პ.ჯ.-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა და ქურდობაში ბრალდებული გამართლდა, რომელსაც ქურდობის ჩადენისათვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

პროკურორ მალხაზ სირაძის მოთხოვნა იყო, რომ ბრალდებულისთვის მოსამართლეს 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეფარდებოდა. ის მოსამართლე მიმართავდა, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სავსებით დასტურდება ქურდობის ფაქტები, მე მიმაჩნია, რომ მოსამართლე მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და დამნაშავედ სცნობს პ.ჯ-ს და და შესაბამის ზომებს მიიღებსო, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა… ამბობს ადვოკატი კობა ესაძე “გურია ნიუსთან”.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს იურიდიული სამსახურის იურისტი ია მემარნიშვილი “გურია ნიუსთან”აღნიშნავს, რომ ეს იყო ყველაზე საინტერესო პრეცედენტი, მიუხედავად ამისა, ანალოგიური პროცესები მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. მოსამართლეები პროკურორის ბრალდებას ტოვებენ და არ ითვალისწინებენ ადვოკატის მოსაზრებებს და დამნაშავედ ცნობილ პირს ყოველთვის პატიმრობას უსჯიან. არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში, წლების განმავლობაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყოს. ეს არ უნდა იყოს ერთადერთი პრეცენდენტი, ხანდახან მრცხვენია, ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, სადაც შესაძლებელია, დადგეს გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ მოსამართლე მანდამაინც პროკურორის მოსაზრებას ითვალისწინებს და იზიარებს.

ამ პიროვნებამ, რომელიც ლუკმა-პურის საშოვნელად იყო გამოსული ქუჩაში , იპოვა ხელჩანთა, რომელიც მიიტანა სახლში, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა რომ პოლიციაში მიეტანა, მიიტანა პოლიციაში, მაგრამ აიყვანეს, როგორც ქურდობაში ბრალდებული, პროკურორმა რა თქმა უნდა, საბრალდებო დასკვნა შეთხზა, არიქა, ქურდი დავაკავეთ, მობილური და თანხა მოუპარიაო და გახსნა დანაშაული.

_თქვენი აზრით, რატომ გამოიტანა მოსამართლემ ლევან ნუცუბიძემ გამამართლებელი განაჩენი, მას ხომ შეეძლო, ძველებურად იგივე მეთოდებითა და ხერხით ძალაში დაეტოვებინა პროკურორის მიერ წაყენებული ბრალი?

_ კი, ბატონო, მას შეეძლო გაეზიარებინა პროკურორის მოსაზრება, მაგრამ რატომღაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა, სამართლიანი. ჩვენ გვქონდა ადრეც უამრავი სისხლის სამართლის საქმეები, სადაც შესაძლებელი იყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, მაგრამ დგებოდა გამამტყუნებელი განაჩენიც. Mმე მრცხვენია მოქალაქეების, იმ ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ ვიცავთ მათ უფლებებს, მაგრამ სინამდვილეში სამწუხაროდ, ყოველთვის ხდება საპროცესო გარიგებები პროკურატურის მიერ და ამაზე მოსამართლე ხელის აწევით ეთანხმებოდა და ეთანხმება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

აზერბაიჯანში საბაგიროზე მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

09:28; 10 სექტემბერი, 2026
სამართალი

ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

09:20; 10 სექტემბერი, 2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9 სექტემბერი, 2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9 სექტემბერი, 2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9 სექტემბერი, 2026

"ექსპერტიზის დასკვნით ვვარაუდობთ, რომ 9 თვის ბარბარე ქვევრში ცოცხალი ჩააგდეს"

ძველი პარლამენტის დანგრეული დარბაზები "გურია ნიუსის" ობიექტივში

ყველა სიახლე

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური თამაზ ელიზბარაშვილის შიმშილობისა და პატიმრობის პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს

9:37; 10.09.2026
სამართალი

აზერბაიჯანში საბაგიროზე მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

9:28; 10.09.2026
სამართალი

ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

9:20; 10.09.2026
მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო