_ თვითმმართველობასთან დაკავშირებით ძალიან კარგ ინფორმაციას ვფლობ. ეს საკითხი ჩვენს პროგრამაშიც არის და საკმაოდ კარგადაა გაწერილი. ალბათ, ძალიან მალე დაიწყება ამის განხორციელება. არსებობს რამდენიმე კონცეფცია და ვიწყებთ მუშაობას.
_ ბატონო ირაკლი, კონკრეტულად, რა რეფორმების გატარება იგეგმება თვითმმართველობაში?
_ რაც შეეხება რეფორმას თვითმმართველობის შესახებ და რეგიონული პოლიტიკის შესახებ, ის საერთოდ არ დაწყებულა და თავიდან არის გასაკეთებელი. დეტალებზე ახლა ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს კონცეფცია მისაღებია და აუცილებლად მალე დაიწყება პროცესი.
_ არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ იმაზეც, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც აქტიურად ჩაერთვება თვითმმართველობის საკითხების რეფორმის პროცესში.
_ მე იმის თქმა შემიძლია, რომ შემდეგ კვირაში აუცილებლად ჩატარდება კიდევ ერთი საკომიტეტო სხდომა, სადაც ყველა კონცეფციას გადავხედავთ. ეს არ არის მარტო ჩვენი გადასაწყვეტი. როგორც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ლიკვიდაცია კი არ ხდება, არამედ რეორგანიზაცია და იგი იქნება პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში. შეიქმნება სააგენტო თუ სამინისტრო, ზუსტად ეს დადგენილი არ არის, მაგრამ, ნამდვილად ვიცი, რომ დიდი დრო დაეთმობა თვითმმართველობის საკითხებს.