“საქართველოს მთავარი პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით. საგამოძიებო ქმeდებების ფარგლებში, დღეს, 20 საათსა და 30 წუთზე, მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაბარებულია ბაჩანა ახალაია. ბ. ახალაიას უკვე გადაეცა შესაბამისი უწყება. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის,” _ ნათქვამია განცხად ებაში.