ამ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” თავად მამუკა ნოზაძეც ადასტურებს.
_ ნამდვილად შემომთავაზეს ბაჩო ახალაიას ადვოკატობა, მაგრამ უარი ვთქვი რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველი ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არიან ამ რეჟიმის მსხვერპლნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განვითარებული მოვლენების დროს და მეორე _ ვაპირებ დავიცვა ციხის ბუნტის დროს დაზარალებული ადამიანი, რომელიც ამჟამად გასულია საქართველოდან, _ განაცხადა მამუკა ნოზაძემ.
_ ანუ, ინტერესთა კონფლიქტის გამო თქვით უარი?
_ დიახ, ნამდვილად.