_ მათი დაკავება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მოხდა. გამოძიება მიმდინარეობს სისიხლის სამართლის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. დაკავება მოხდა მთავარი პროკურორის თანდასწრებით.
მათი დაკითხვა არ მომხდარა. მოხდა დაკავება და პირადი ჩხრეკა. გიორგი კალანდაძემ დამსწრეების გამოძახებაზე უარი განაცხადა. მან რამდენიმე ზარი განახორციელა თავისი ნდობით აღჭურვილ პირებთან, დაუკავშირდა თავის ახლობელს…
რაც შეეხება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას, სადაც იმყოფებოდა მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, გამთენიისას არ განხორციელდა, რათა მათ არ განეცადათ დიდი სტრესი. გიორგი კალანდაძე გადაყვანილია შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში,” _ განაცხადა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.