დღეს დილით, გამთენიისას, თავდაცვის სამინისტროს კიდევ 2 მაღალჩინოსანი დააკავეს, გენშტაბის უფროსი გიორგი კალანდია და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა.
მთავარი პროკურორის განცხადებით, 2011 წელს, ბაჩანა ახალაიამ, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავასთან ერთად, თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო პირს, შემდეგ კი დანის ტარი თავში ჩაარტყა. ამის შემდეგ, სამხედროები მე-4 ბრიგადაში გადაიყვანეს, სადაც გაგრძელდა მათი შეურაცხყოფა უკვე მთელი შემადგენლობის წინაშე.
სწორედ ამ სამხედროების ჩვენებების საფუძველზეა საქმე აღძრული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. დაკავებულებს ბრალი ჯერჯერობით არ წაყენებიათ. აღნიშნული დანაშაული 5-იდან 8 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს.