ალასანიას თქმით, ეს ჩვეულებრივი, გეგმიური შემოწმებაა და იგი კმაყოფილია, ამ ბატალიონში არსებული სამხედრო მომზადებით, საბრძოლო სულით და მიაჩნია, რომ ამ ბაზაზე უნდა განვითარდეს სპეცოპერაციების ძალების მომზადების ცენტრი.
მინისტრმა მუხროვანის სამხედრო რეინჯერთა ბატალიონს, ბატალიონის ახალი მეთაური დიმიტრი კიკნაძე წარუდგინა.
“გურია ნიუსის” შეკითხვაზე, გაუქმდება თუ არა ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების ფარული მოსმენებით იყო დაკავებული, ალასანიამ უპასუხა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სრულიად გამორიცხული იქნება სამხედრო მოსამსახურეების უკანონო ან პოლიტიკური ნიშნით მოსმენა.