https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კომისიის თავმჯდომარე სარეკლამო აგენტის ფუნქციით

18:03; 13.03.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თათბირი კი, არც მეტი და არც ნაკლები, საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარემ, ზაურ ოსეფაიშვილმა ჩაატარა. სოციალური საკითხები, როგორც ჩანს, ჩოხატაურში კარგადაა მოგვარებული, რადგან, როგორც შეხვედრაზე მყოფებმა გვითხრეს, საუბრის თემა ოსეფაიშვილის უფლებამოსილებას აშკარად სცილდება:

_ ბატონმა ზაურმა გვითხრა, რომ ერთ-ერთი გაზეთი უნდა გამოვიწეროთ, _ აღნიშნა ერთ-ერთმა დირექტორმა, რომლის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ. მეორე რესპონდენტის თქმით, ოსეფაიშვილმა გუბერნატორის “ავტორიტეტიც” მოიშველია: _ გვითხრა, რომ ამის შესახებ საქმის კურსშია გუბერნატორიც, _ ამბობს წყარო და ამატებს, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ოსეფაიშვილი გაზეთის უფასოდ გადაცემას დაჰპირდა.

გუბერნატორის და კომისიის თავმჯდომარის ინტერესებზე პიარის თვალსაზრისით, თანაც სახელმწიფო რესურსების გამოყენებით, კარგა ხანია საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ. რამდენიმე უაღრესად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის წლიურ ანგარიშში მოხვდა ჩანაწერები, რომლითაც დასტურდებოდა ოსეფაიშვილის მცდელობა დისტრიბუტორების დაშინებითა და მოსყიდვით ხელი შეეშალათ “გურია ნიუსის” გავრცელებისთვის სხვა გამოცემის სასარგებლოდ. ამ მცდელობის მარცხის შემდეგ, როგორც ჩანს, გამოცდილი მეთოდის მოსინჯვა ხდება _ სამწუხაროდ, ხელისუფლება თვლის, რომ სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, ბავშვები და მათი მშობლები ყველაზე მრავალრიცხოვანი სოციუმია, რომელიც მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ხელისუფლებიდან წამოსული ყოველგვარი დირექტივა უსიტყვოდ შეასრულოს! “მასწავლებელი წინამძღვრობს ერს!” _ ასე შეაფასა პოეტმა იმ ადამიანის ფუნქცია, რომელსაც საქართველოში “მოძღვარს” ეძახდნენ. როცა მოძღვართმოძღვარი იაკობ გოგებაშვილი კუბოში ჩაასვენეს, აღმოჩნდა, რომ რიგიანი ფეხსაცმელი არ ჰქონდა და ძირგახვრეტილი ფეხსამოსის სუდარით დამალვა გახდა საჭირო, მაგრამ მის სახელს, ცხოვრებას, კვალს ასხივოსნებს ღირების შარავანდედი… დღეს კი, დაბალხელფასიან, გაცვეთილფეხსაცმლიან, საარჩევნო კომისიებში “ჩასასმელ” მასწავლებლებს ღირსების აყრაც აშკარად ემუქრებათ!

ამგვარი დირექტივების გაცემა მხოლოდ ჩოხატაურში არ ხდება _ ოზურგეთში რამდენიმე სამსახურს არათუ “გურია ნიუსის” გამოწერა, მისთვის ინფორმაციის მიწოდებაც აუკრძალეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონდარღვევა და დანაშაულია. რესპონდენტები კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, სამსახურებს ასახელებენ. ცენტრალურ ხელისუფლებაზე სრულად დამოკიდებული ადგილობრივი ხელისუფლების ამგვარი ქმედება ცხადს ხდის, რომ ქვეყნის პირველი პირების მიერ დეკლარირებული მედიაგარემოს გაუმჯობესების ახალი კამპანია მხოლოდ ფარსია და საერთაშორისო ორგანიზაციების თვალის ასახვევადაა განკუთვნილი.

ცხადია, ვეცადეთ უშუალოდ გუბერნატორის პოზიციაც გაგვეგო ამ საკითხთან მიმართებაში, თუმცა ჩიტაიშვილმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მხარის პირველმა პირმა ჩვენთან საუბარი არც სმს-შეტყობინების შემდეგ ისურვა. იმ ფონზე, როცა გუბერნატორი არცთუ უნაკლო წარსულის მქონე ადამიანს მოადგილედ ინიშნავს, როცა მისი დანიშნული კადრი ძებნილი ხდება და მისი გუბერნატორობის დროს რამდენიმე რეზონანსული, კორუფციული დანაშაული ხმაურდება, როგორც ჩანს, მწარე სიმართლესა და ჩვენს ზარებს გაურბის.

შეხვედრა ვერც ოსეფაიშვილთან მოვახერხეთ _ ჩვენს ზარს არც მან უპასუხა, ხოლო კაბინეტში რამდენჯერმე მისულებს ადგილზე არ დაგვხვდა; ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მქონე _ სოციალური საკითხების გადაწყვეტაზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარე, გაზეთის დასარიგებლად ან სარეკლამო აგენტის მოვალეობის შესასრულებლად იყო გაბრძანებული.

ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა წილოსანი ოსეფაიშვილის დირექტორებთან შეხვედრას ადასტურებს. მისი საუბრის ჩანაწერიდან ისიც დასტურდება, რომ კონკრეტულ გაზეთზე და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებზეც იყო საუბარი:

_ მე პირადად ვისმენდი საუბარს. ზაურ ოსეფაიშვილმა აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის გაზეთი უფასო იქნებოდა და მათ ნაწერებსაც უსასყიდლოდ დაეთმობოდა ფართი, _ აღნიშნა წილოსანმა და იმ დირექტორების ვინაობის გამხელა მოგვთხოვა(?!), ვინც ჩვენთან საუბრისას დაადასტურეს, რომ მათ გაზეთის გამოწერა დაავალდებულეს. ქალბატონ ხათუნას შევახსენებთ, რომ საქართველოში დღეს რეალური საშიშროება არსებობს უსაფუძვლოდ დასჯის, სამსახურიდან გათავისუფლების, ანგარიშის უკანონო მეთოდებით გასწორების. გარდა იმისა, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ადამიანებს, რომლებსაც ღირსება, სამართლიანობის გრძნობა შემორჩათ, საქართველოს კანონმდებლობა გვავალდებულებს არ გავთქვათ წყაროს ვინაობა. აქვე ვადასტურებთ, რომ ყველა ჩანაწერს, მოპოვებულ დოკუმენტს მივაწვდით საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს (განსაკუთრებით, ისრაელის საელჩოს, რომლის მფარველობითაც ხშირად მანიპულირებს ოსეფაიშვილი). თავის მხრივ, ამ ორგანიზაციებს ფაქტის დამოუკიდებლად გადამოწმების მრავალი მეთოდი აქვთ და უსაფუძვლო დასკვნებს არ აკეთებენ.

_ რომელი დირექტორი გინახავთ, მე რომ საყვედური მეთქვას?! ვისაც რაც უნდა, იმას ამბობს. შეხვედრაზე შემოვიდა ზაური და თქვა, რომ გაზეთში იქნება ჩანართი, ოღონდ მჭირდება სოციალურად დაუცველი ბავშვების სია, რომლებიც მიიღებენ ამ გაზეთს უფასოდო. დაძალება არ ყოფილა, _ აღნიშნა წილოსანმა და ისიც გვითხრა, რომ თათბირზე გუბერნატორის სახელი არავის უხსენებია.

ამ შეხვედრას გამოხმაურება უკვე სკოლებშიც მოჰყვა. როგორც პედაგოგები ჩვენთან პირად საუბრებში ამბობენ, ზემდგომისგან დავალებით წამოსულმა სკოლის რამდენიმე ხელმძღვანელმა, სკოლებში თათბირები გამართეს და პედაგოგებს გაზეთის გამოწერა დაავალა.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე: _ აშკარაა, ასეთი ქმედებით საჯარო მოხელე უპირისპირდება იმ მედიასაშუალებას, რომელიც, დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან. ძალიან ცუდია, როდესაც სარედაქციო პოლიტიკას ვიღაც ჩინოსანი ან საჯარო მოხელე განკარგავს. მივიჩნევ, რომ კომისიის თავმჯდომარის მიერ თათბირზე გაკეთებული განცხადებები და კონკრეტული გაზეთის გამოწერის ან გავრცელების მითითება არაეთიკურიცაა და უკანონოც.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი დავალდებულებები სკოლებში უცხო ხილი არ გახლავთ. როგორც მოსწავლეთა მშობლებმა გვითხრეს, ჟურნალ “ბატიბუტას”, რომელიც საბავშვო ბაღის და უმცროსი კლასის ასაკობრივი ჯგუფისთვის არის განკუთვნილი, ყოველთვიურად აწერინებენ 5-ე, 6-ე კლასელ მოსწავლეებს და 3 ლარს ახდევინებენ.

წილოსანი უარყოფს, რომ სკოლებში რაიმეს დავალდებულება ხდება. თუმცა, პედაგოგები და სკოლის დირექტორები სახელისუფლებო გამოცემების გამოწერის ან გავრცელების დაძალებასთან ერთად, იმაზეც საუბრობენ, რომ 3-3 კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდის თესლის ყიდვაც გარანტირებული აქვთ, რადგან ასეთია, სამწუხაროდ, მორჩილ უმრავლესობად გადაქცეული, არადა, ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესიის მქონე პედაგოგების სამსახურში დარჩენისთვის გასაღები ხარკი!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"წინასწარმეტყველი" კვეზერელის ჯადოსნური ხილვა

ახალგაზრდა, პროფესიონალი მსახიობები

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო