სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ხუთი ცალი გრანტისგან ჩამოსხმული ზურგიანი სკამის ყიდვას აპირებს.
„შესყიდვის ობიექტია ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის (სოფ. ოზურგეთი) ბეტონის ნაკეთობების შესყიდვა და მოწოდება.
წინადადებების მიღება მთავრდება 27 აგვისტოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 750 ლარს შეადგენს.
გამოყენებული მასალები და მახასიათებლები: გრანიტის ქვის გრანულების, სამშენებლო ინგრედიეტების, პლასტიფიკატორების, არმირების გამოყენებით დამზადებული ქვის სკამი”, _ აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე ატვირთულ დოკუმენტში.
სკამები სოფელ ოზურგეთში განლაგდება.

































































