(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ წელს ურეკი დამსვენებელთა სიმცირით გამოირჩევა. “გურია ნიუსში” ურეკში არსებული პრობლემების შესახებ არა ერთხელ დაწერილა: წყლისა და კანალიზაციის პრობლემა, შიდა თუ ცენტრალური გზების მოუწესრიგებლობა, გაზიფიცირება, მომსახურების მაღალი ფასები _ ეს ის პრობლემებია, რომელთა შესახებაც ურეკის მცხოვრებლებსა თუ დამსვენებლებს “გურია ნიუსთან” საუბარში არა ერთხელ დაუჩივლიათ. მათი თქმით, ისეთი უპატრონო კურორტი, როგორიც ურეკია, არსად იქნება.
როგორც ურეკის რწმუნებული ემზარ გოგიტიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, წელს ურეკში 7 000-მდე დამსვენებელი თუ იქნება, მიზეზებზე კი ვერ საუბრობს. თუმცა, მისი თქმით, ურეკი წელს რომ მოწესრიგებულია, ისე არც ერთ წელს არ ყოფილა: _ მოსახლეობას წყალი მიეწოდება, სისუფთავეა, არ დაფიქსირებულა არც ერთი დანაშაული, _ ამბობს გოგიტიძე.