https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თუ ჭკვიანად არ მოვიქცეოდი, ბინას ჩამოგვართმევდნენ, რომელიც გიორგის სიცოცხლის ფასად მივიღე”

15:04; 23.04.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2008 წლის ომში დაღუპული გმირის, კაპრალ გიორგი ტატუაშვილის დედამ საქართველოს ხელისუფლებას ე.წ “დამპალოს” სამხედრო ქალაქის დასახლებაში არსებული მისი კუთვნილი 40კვ საცხოვრებელი ფართი უკან დაუბრუნა. საუბარია ბინაზე, რომელიც სიკვდილის შემდეგ სახელმწიფომ ტატუაშვილის ოჯახს საჩუქრად გადასცა.

ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მედიის წინაშე დარეჯან პატაშური წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, იგი განსხვავებული აზრის გამო ხელისუფლების მხრიდან დევნას განიცდის. გმირის დედა მარნეულში ცხოვრობს და “ქართული ოცნების” წევრია.

დარეჯან პატაშური: “მე ვარ გმირი გიორგი ტატუაშვილის დედა. როდესაც ჩემი შეხედულებები გამოვხატე, ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ ზეწოლა განახორციელეს ჩემზე და ჩემს შვილებზე, მათ შორის 14 წლის ვაჟიშვილზე. ყრილობის წინა დღეებში მარნეულიდან ჩამოვედი “ქართული ოცნების” სათაო ოფისში. სახლში დაბრუნებულს, გმირი გიორგი ტატუაშვილის უმცროსი ძმა დამხვდა ცუდად. როგორც გაირკვა, თავდაცვის სამინისტროს ოთხმა წარმომადგენელმა _ ორმა სამხედრო ფორმიანმა მამაკაცმა და ორმა ქალბატონმა ჩემი ვაჟიშვილი ჩაისვეს მანქანაში. სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ნატა ასლამაზიშვილი, რომელიც ჩემს ქალიშვილს მეგობრად მიაჩნდა და ყველაფერს უყვებოდა. მათ დამიბარეს და მითხრეს, რომ მე უნდა გავჩუმებულიყავი, არსად არ წავსულიყავი და თუ ჭკვიანად არ მოვიქცეოდი, ბინას ჩამოგვართმევდნენ, იმ ბინას, რომელიც გიორგის სიცოცხლის ფასად მივიღე.

უმცროს ვაჟიშვილს ვუთხარი: ჩვენ ბინას დავტოვებთ, რადგან გამოდის, რომ ბინა ჩემი შვილის დამსახურების გამო კი არ მივიღეთ, არამედ დუმილის სანაცვლოდ.

სამი კვირის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბინა დავაბრუნო. არაფრად მიღირს ეს ბინა”.

ბიძინა ივანიშვილი: “როდესაც ქალბატონი დარეჯანი არ დაემორჩილა ზეწოლებს და მუქარებს, დაიწყეს მის შვილებზე ზეწოლა.

ჩვენ დღეს გავგზავნეთ რეპორტიორები, გადაიღეს პოლიციის სამივე მანქანა, რომლებიც დარაჯობდნენ მათ ბინას, საიდანაც გამოსული ბავშვები უნდა აეყვანათ. არავითარი სიწმინდე არ გააჩნია სააკაშვილს. მე არ მინდა ხელისუფლება მოვიხსენიო და აბსოლუტურად შეგნებულად ვასახელებ ერთი კაცის გვარს _ ეს არის მხოლოდ ერთი კაცის იდეოლოგია.

ქალბატონმა, რომელიც გახლავთ დაღუპული გმირის დედა, განსხვავებული აზრი გამოხატა. მეტი არაფერი მომხდარა. გმირის დედას უფლება არ აქვს განსხვავებული აზრის გამოხატოს?!

მათ ვერ მოახერხეს, ქალბატონ დარეჯანს პოზიცია შეეცვალა და გადაეკიდნენ შვილებს.

მე მინდა საქართველოს მოსახლეობას ვუთხრა: დღეიდან ეს ქალბატონი და მისი შვილები იმსახურებენ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას. მან გმირი შვილი გაზარდა და სამშობლოს შესწირა. ჩვენ მათ ბოლომდე დავიცავთ. ასევე, მომავალში მოვახერხებთ, დავიცვათ თითოეული ქართველი ერთი კაცის ძალადობრივი იდეოლოგიისაგან. დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრი იდევნება.

ჩვენ გვაქვს პროგრამა და რამდენიმე დღეში მოვახერხებთ რეალურად დავიცვათ თითოეული მოქალაქე იმ ძალადობრივი იდეოლოგიისგან, რომელიც მოდის ერთი კაცისგან. ეს ქალბატონი ყველასგან და მათ შორის თქვენგანაც, იმსახურებს მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა მოახერხოს და თავისი დარჩენილი ცხოვრება თავისუფალი აზრით გაატაროს.

კითხვაზე, თუ დახმარებიხართ ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლებს და ოჯახებს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: “ომში დაღუპულ გმირებს და მათ მშობლებს მე არ დავხმარებივარ, ქალბატონ დარეჯანს ამისთვის ბოდიში მოვუხადე.

მაშინ ჩემი პოზიცია რომ გამომეჩინა, ამაზე დიდი მადლი, ალბათ, არაფერი იქნებოდა. ვფიქრობდი, მაშინ მთელი მსოფლიო იდგა ფეხზე. საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობდა დახმარებას. ცდილობდა ჩვენი სახელმწიფოც.

გმირის დედა სახელმწიფოსგან ათჯერ და ასჯერ მეტს იმსახურებს. მოგეხსენებათ, ვისთან გვაქვს საქმე _ მათ აჩუქეს, მაგრამ განსხვავებული აზრის გამო ართმევენ.”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

09:27; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

08:19; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

08:06; 9 სექტემბერი, 2026

ოქროში გაცვლილი ქართული სოფელი

შეცვლის თუ არა შარაშენიძეს კეჭაყმაძე?!

ყველა სიახლე

საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026
საზოგადოება

პენიტენციური სამსახური თამაზ ელიზბარაშვილის შიმშილობისა და პატიმრობის პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს

9:37; 10.09.2026
სამართალი

აზერბაიჯანში საბაგიროზე მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

9:28; 10.09.2026
სამართალი

ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

9:20; 10.09.2026
მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო