_ მე და ქეთი დოლიძე უკვე ჩამოვედით და ამ ერთი შეხვედრით არ დასრულდება ჩვენი ჩამოსვლა. მანამდე იმერეთის რაიონებში დავდიოდით, თითქმის ყველგან ერთი და იგივე დუხჭირი, გაუსაძლისი მდგომარეობაა. იმერეთისგან განსხვავებით, აქ არის ადამიანების სხვა განწყობა, გაცილებით უფრო შემართული, გაცილებით უფრო ვაჟკაცური. იმერეთში უფრო დაგვჭირდა ადამიანების დარწმუნება, აქ კი უფრო შემართებით და იმედიანად არიან. თვითონვე აქტიურობენ და თვითონვე ელოდებიან ამ დღეს. იმერეთის მაღალმთიან სოფლებთან შედარებით, აქ გზები უკეთესია, ამის არდანახვა შეუძლებელია, მაგრამ ის, რომ სამუშაო არ არის, ის რომ ჯანდაცვის პრობლემებია, ის რომ სოფლის მეურნეობა არ არის, ესეც ცხადია. ლიხაურის გზაზე, ჩაის ყოფილი პლანტაციები გაბარდნილია და რაც მთავარია, ბენდუქიძის მიერ შეძენილი მიწებია და კიდევ ვისზე გაიყიდება ეს მიწები, კაცმა არ იცის. _ თქვა ჩვენთან საუბრისას ნინელი ჭანკვეტაძემ.