მინისტრი რამდენიმე სოფელში მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობამ ამერიკული თეთრი პეპლის გასანადგურებელი პრეპარატი ითხოვა, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ მეორე დღესვე დაიწყებოდა შეწამვლა.
მართლაც, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცენარეების შეწამვლა დაიწყეს: _ განრიგი შედგენილია და არ დარჩება არც ერთი სოფელი, სადაც ჩვენი ჯგუფი არ მივა, _ გვითხრა გამგებლის მოადგილემ სოფლის მეურნეობის დარგში, აკაკი ყაჭეიშვილმა.