დაახლოებით 6 ავტობუსი წილკანიდან იყო, 4 კი მცხეთა-მთიანეთის სხვადასხვა სოფლებიდან. ახლახან გამოჩნდა “თავისუფალი საქართველოს _ ქართული ოცნების” თავმჯდომარე მანანა კობახიძე, რომელსაც მოსახლეობა გულთბილად შეხვდა, მოგვიანებით კი მცხეთელების სიმპათია ელისო ჩაფიძემ დაიმსახურა. აქვე იმყოფება “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი კოტე შარაშენიძე.
აქციის დაწყებამდე 30 წუთი რჩება და “თეატროთან” ხალხმრავლობაა.