მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლელა ნაცვალაძემ, რომელიც აქვე იმყოფება, განაცხადა, რომ “ბოლო დროს მსგავსი დახურული შეხვედრები არა მარტო “ნაცმოძრაობის” ოფისში, არამედ მუნიციპალიტეტის გამგეობის შენიბაში და ოჯახებში იმართება”
ოფისში საიდუმლოდ შეკრებილი ადამიანები ფანჯარასთან მოდიან, ფარდას გადაწევენ, მედიის წარმომადგნელებს შორიდან შეგვათვალიერებენ და ფარდას ისევ ჩამოაფარებენ.
“გურია ნიუსმა” “ნაცმოძრაობის” ახლგაზრდულის ოფისის კარზე დააკაკუნა. ოფისიდან კარზე კაკუნითვე გვიპასუხეს. არადა თითქმის ყველა დახურული შეხვედრის დროს იქ მისული ადამიანებს კაკუნის შედეგ კარს უღებენ. სავარაუდოდ “გურია ნიუსს” კარზე დაკაკუნების პაროლი შეეშალა…