მან ჟურნალისტებთან ერთობ “მრავალმნიშვნელოვანი” კომენტარი გააკეთა. “ეს იყო პარტიული შეხვედრა. ძალიან კარგი შეხვედრა. წარმატებებს გისურვებთ” _ განცხადა მამეშვილმა.
მაგრამ, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. “ნაცმოძრაობის” ოფისიდან გამოსულ საკრებულოს თავმჯდომარეს გარეთ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ლელა ნაცვალაძე დახვდა. მამეშვილისთვის ეს ფაქტი იმდენად მოულოდენელი აღმოჩნდა, რომ მიმართვის ასეთ ფორმაზე გადავიდა:
_ ვა, ლეე, (ლელას ნაცვლად. ავტ) შენც აქ ხარ? ვერ დაგინახე. ლელას გადაუღეთ, ლელას…
ლელა ნაცვალაძემ ამის პასუხად სხვა ამბავი მოიკითხა: “რადენი ხმა ჩაიდევით ჯიბეში?!”
ამ კითხვაზე ალეკო მამეშვილს პასუხი აღარ გაუცია…
შეგახსენებთ, რომ 3 საათი გრძელდებოდა მორიგი დახურული შეხვედრა ოზურგეთის “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი იქ სოციალური დახმრების ადგილობრივი სააგენტოს თანამშრომელი და ასევე რადენიმე საჯარო მოხელეები იყვნენ შეკრებილი, მათ შორის იყო ალეკო მამეშვილიც.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლელა ნაცვალაძემ, რომელიც აქვე იმყოფება, განაცხადა, რომ “ბოლო დროს მსგავსი დახურული შეხვედრები არა მარტო “ნაცმოძრაობის” ოფისში, არამედ მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში და ოჯახებში იმართება”.