ბაღათურიამ განაცხადა, რომ აქციის სამივე ნაწილი გაერთიანებულიყო, დაეტოვებინათ აქცია კანცელარიასთან და გადასულიყვნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. სამოქალაქო აქციის ორგანიზატორ დაჩი ცაგურიასა და ბაღათურიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ცაგურიას თქმით “ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა და არ სჭირდებათ პოლიტიკოსების გამოჩენა.” აქციის მონაწილეთა ნაწილმა, რომელიც ბარათურიას წინადადებას იზიარებდა გაერთიანების შესახებ, აქციიდან წასვლა დაიწყო.
დაჩი ცაგურია მოუწოდებს ხალხს არ დაიშალონ და დარჩნენ კანცელარიის წინ.