შეგახსენებთ, რომ რუსთავის #6 საპყობილეში პატიმრის გოდერძი კიკნაძის დედა მერი კიკნაძე “გურია ნიუსს” დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი შვილი გოდერძი კიკნაძე სასტიკად არის ნაცემი, მას ჩამტვრეული აქვს ნეკნები და ვეღარ იხედება თვალებში, ცემის გამო. პატიმრის დედის განცხადებით, ეს ფაქტი გუშინ მოხდა. ინფორმაციას პატიმრის შესახებ “გურია ნიუსი” ძალიან მალე მოგაწვდით, მანადე კი შეგახსნებთ, რომ ამ პატიმარზე ჩვენ სულ ახლახან ვწერდით და ამასთან დაკავშირებით სახალხო დაცვის აპარატმაც მოგვაწოდა წერილიც. “გურია ნიუსი” ამ წუთებში ესაუბრა სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ინფორმაცია მივიღეთ პატიმრის დედისგან და ჩვენ, მონიტორინგის ჯგუფი, უახლოეს მომავალში შევალთ პატიმართან.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, კონკერტულად როდის იქნება “ეს უახლოესი მომავალი”, მონიტორინგის სამსახურს პასუხი არ დაუკონკრეტებია.
“გურია ნიუსის” ჯგუფი წასულია #6 საპყრობილეშიU და დამატებით ინფორმაციას მალე მოგაწვდით.






























































