“გურია ნიუსის” ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ მან ლანჩხუთშიც მოახერხოს ჩასვლა, სადაც ფეხბურთის სტადიონის გახსნა არის დაგეგმილი.
ოზურგეთში, ამ წუთებში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენის მოწყობა მიმდინარეობს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წევრები კი რამაზ ნიკოლაიშვილისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პლაკატების გაკვრით არიან დაკავებულები.
რკინიგზის მოედანთან, რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლი ილია ვაშაყმაძე და გურიის ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე გამოჩნდნენ.
მიხეილ სააკაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელურად, ქუთაისში, 16:00 საათზე “ქართული ოცნების” აქცია იწყება, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, იქ უკვე დამონტაჟებულია მონიტორი. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, კოალიციის მხარდამჭერები, აქტივისტები და წევრები, გურიიდან უკვე წავიდნენ და ქუთაისში აქციას შეურთდებიან.