მედპერსონალი მათთან შეხვედრას ჟურნალისტების თანხლებით ითხოვს, რასაც აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები არ თანხმდებიან. ამ წუთებში სამედიცინო ცენტრის ეზოში გამოჩნდა სამედიცინო მენეჯერი ზაალ მიქელაძე, რომლის შემოსვლას ექიმები ოვაციებით შეხვდნენ. ზაალ მიქალაძემ ჟურნალისტებთან საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის თანამდებობას ტოვებს:
_ “იმ მედპერსონალთან ერთად, რომელიც აქ ცვლილებებს ითხოვენ, დიდი ხანია, მოვდივარ და არ მაქვს უფლება, რომ მათ გვერდით არ ვიდგე. მე ვიყავი თბილისში წასული და შევხვდი „ჩემი ოჯახის კლინიკის“ წარმომადგენლებს, რომლებიც თქვენგან გაიგებენ ახლა ჩემს გადაწყვეტილებას. პირველ რიგში, მე ბოდიში მოვუხადე ჩემს შვილებს, რადგან ყველას მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა, როდესაც შვილი გყავს სტუდენტი, მაგრამ ახლა გეუბნებით თქვენ, რომ მე ვტოვებ თანამდებობას, _ განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. სამედიცინო ცენტრის ეზოში ქობულეთის მაჟორიტარი-დეპუტატი ფატი ხალვაში მოვიდა.