“დღეს, თბილისის მერიასთან, შემჩნეულ იქნა მანქანა,რომელიც მთელი დღის განმავლობაში, საეჭვოდ ახორციელებდა შენობის თვალთავალს. მანქანა აღჭურვილი იყო სხვადასხვა სახის აპარატურით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვუგზავნით აღნიშნულის დამადასტურებელ ვიდეო მასალას და მივმართავთ თხოვნით, გამოიძიოს საქმის გარემოება, გაირკვეს ვინ და რა ინფორმაციის მოპოვების მიზნით ახორციელებდა თვალთვალს და იყო თუ არა ეს ქმედება კანონსაწინააღმდეგოდ ჩადენილი, რათა საზოგადოებას არ დარჩეს ეჭვი, რომ თვალთვალს თავად ძალოვანი სტრუქტურები ახორციელებდნენ.” _ ნათქვამია განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved