24 მაისს, ტელეკომპანია “მე-9 არხზე” გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე თანამშრომლებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა სიების შედგენას ავალებს.
მთავარი პროკურატურის პრესამსახურის ხელმძღვანელის ხათუნა პაიჭაძის თქმით, საქმე გადაეცა ოზურგეთის პროკურატურას და დღეს ილია ვაშაყმაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვეს.