_ დიახ. მეცხრე არხიდან მივდივარ. ახლა ვწერ განცხადებას შვებულებაში გასვლის თაობაზე. თუმცა, აქვე დაგიზუსტებთ, რომ არხიდან მივდივარ, რადგან არხზე რეორგანიზაცია დაიწყო, _ გვითხრა ბექაურმა.
_ ბატონო კახა, არხის დატოვების რეალური მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ რეორგანიზაციაა?
_ კი, მიზეზი არის რეორგანიზაცია, რომელიც მიდის არხზე, რომლის საჭიროება წარმოიშვა რამდენიმე დღის წინ და ეს პროცესები უნდა დასრულდეს ნორმალურად.
_ თქვენი არხიდან წასვლა ნიშნავს თუ არა, რომ მეცხრე არხი პოლიტიკაში ერთვება?
_ არ მგონია. არანაირი საფუძველი ამის ფიქრის ახლა არ არის. ეს პროცესი, რომელიც მიდის დღეს და შეიძლება მოხდეს, უკავშირდება არხის რეორგანიზაციის პროცესს, _ დასძინა ბექაურმა.