ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზვიად აფხაზავას თქმით, ამ დროისთვის შემოსულია 76 კანდიდატის განცხადება. მათ შორის მხოლოდ ორია ლანჩხუთელი. ამ ფაქტს ზვიად აფხაზავა ასე ხსნის: “რადგან კონკურსი ელექტრონულია, ნებისმიერ მსურველს, ვისაც საჯარო სექტორში დასაქმების სურვილი აქვს, შეუძლია დატოვოს საიტზე საკუთარი მონაცემები, ე. წ. სივი. საიტი მათ სთავაზობს ვაკანსიებს. ამითაა განპირობებული კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეკორდული რაოდენობა.“
ზვიად აფხაზავა კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ვერ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მსურველთა განცხადებების რაოდენობა კვლავ იზრდება, ხოლო მათ ვინაობას საკონკურსო-საატესტაციო კომისია უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.
კონკურსის ვადა 19 დეკემბერს იწურება.