იმ დროს, როდესაც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დაკითხვაზე იბარებდნენ, პრეზიდენტ სააკაშვილს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისსა და აჭარის რეგონში, გამგეობებსა და საკრებულოებში, შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, შეხვედრებზე მხოლოდ წინასწარ შერჩეული ადამიანები უნდა მისულიყვნენ. პრეზიდენტ სააკაშვილის ქობულეთის გამგეობაში 16:00 საათზე ელოდებოდნენ, თუმცა იქ არ მისულა.
მოგვიანებით, სიაში ჩაწერილი საჯარო პირები ბობოყვათში, სააკაშვილის სამთავრობო რეზიდენციაში დაიბარეს. როგორც წყარო იუწყება, დაბარებულები იყვნენ ხულოს, ქედის, ბათუმისა და შუახევის საკრებულოს წევრები და ასევე სოფლის რწმუნებულებიც, ასევე შერჩევით. რაზე ისაუბრეს საკმაოდ ხანგრძლივ შეხვედრაზე, ჩვენთვის ჯერეჯერობით, უცნობია.