_ ის, რაც ამ დღეებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან ისმის, როგორ შეიძლება შევაფასოთ, თუ არა ყოველგვარ თანამშრომლობაზე, თანაარსებობაზე, კოჰაბიტაციაზე უარის თქმა (“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი მუშაობის სხვა რეჟიმზე გადავიდნენ; ქვეყნის პრეზიდენტს თავი ოპოზიციაში ჰგონია და აცხადებს, რომ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა; პრეზიდენტი მოსახლეობას ბრბოდ მოიხსენიებს, ხოლო ჩვენს ხელისუფლებას ოროსნებად, მნგრეველების ბრიგადად, კორუმპირებულებად და კრიმინალებად, დოლარის მთვლელებად; იგი რევანშისტულ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ ეს კამპანია (იგულისხმება ქართული ოცნების წინააღმდეგ) მალე დამთავრდება და ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება დიდხანს არ გაგრძელდება). მანამდე არ დალიოთ ცხელი ჩაი, ბატონებო. თქვენს ცინიზმს და პროვოკატორობას საზღვარი აღარა აქვს. ის, რაც გუშინ მოხდა ქუთაისში ძალიან ცუდია. ქვების სროლას, გაწევ-გამოწევას, პარლამენტის წევრის წინააღმდეგ გამოჩენილ აგრესიას ვერ ექნება გამართლება, მაგრამ მაინც გამოსაკვლევია ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, ქუთაისის სცენარი მაინც გათამაშებული და აშკარად პროვოცირებულია, თუმცა იგი ვერ დამთავრდა პროვოკატორის გეგმის შესაბამისად.
სრულიად ნათელია, ვინ ამბობს უარს კოჰაბიტაციაზე, ვის არ აწყობს პროცესების საქმიან ვითარებაში წარმართვა და ვინ ახორციელებს საკუთარ წინასწარ მომზადებულ გეგმას, რომელშიც სულაც არ შედის თანამშრომლობის ცივილიზებული შესაძლებლობა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, _ აღნიშნავს კვაჭანტირაძე.