რომ ბიზნესზე ზეწოლის სქემაში, სასამართლოსთან ერთად, აქტიურად იკვეთება საჯარო რეესტრის კვალიც. კონკრეტული ფაქტების შესწავლამ ცხადჰყო, რომ ზეწოლის შედეგად ჩამორთმეულ ქონებას და ბიზნესწილებს საჯარო რეესტრი უქმე დღეებში და არასამუშაო საათებშიც არეგისტრირებდა.
გიორგი ვაშაძე, რომელსაც არჩევნებამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, აცხადებს, რომ იუსტიციის სახლებში უქმე დღეები და საათები არ არსებობდა: “ჯერ ერთი, მე საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი არ ვყოფილვარ და სამოქალაქო რეესტრს ვხელმძღვანელობდი. რაც შეეხება ბრალდებებს, კი, ბატონო, გამოიკვლიონ. ისე, შაბათ -კვირასაც მიდით და ნახავთ, რომ იუსტიციის სახლი დღესაც ამ რეჟიმში მუშაობს. არასამუშაო საათები რა არის, ეგ კიდევ გასარკვევია. არასამუშაო საათები ჩვენთან სამუშაოა და შეგიძლიათ გადაამოწმოთ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ “გურია ნიუსთან” საუბარში.