დილიდან, დედაქალაქში 600-მდე ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლია გაფიცული. ისინი მოითხოვენ, რომ მოეხსნათ ინდმეწარმის სტატუსი და გაუქმდეთ ინდმეწარმის გადასახადი, რომელიც თვეში 43 ლარს შეადგენს, ასევე გაუუქმდეთ ბუღალტერიის გადასახადი. მძღოლების მოთხოვნაა, შეუმცირდეთ დღიური გეგმა, სამუშაო საათები და გაეზარდოთ ანაზღაურება. მათი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობის განახლებას არ აპირებენ.