და იმ ადამიანებს, ვისაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის შესახებ ინფორმაცია აინტერესებთ, პირდაპირი ეთერის ყურებას ურჩევს:
_ ბატონო სოზარ, ბაჩო ახალაია როგორ არის ციხეში და რამდენად ხშირად ნახულობთ?
_ არის თემები, რომლებზეც არ გვინდა ჩასვლა.
_ საზოგადოებას ძალიან აინტერესებს იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც, როგორც “ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს…
_ საზოგადოებას თუ აინტერესებს, ყოველ მეორე დღეს აქვს შანსი უყუროს პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მოისმინოს მათი ადვოკატების თუ გულშემატკივრების მოსაზრებები. საკმარისი აჟიოტაჟია ამ თემის ირგვლივ, _ აღნიშნა სოზარ სუბარმა.