მიღებული მონაცემებიდან იკვეთება, რომ ქალაქ ქუთაისში დეპუტატთა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა მხოლოდ ბინებით უზრუნველყოფისთვის ყოველწლიურად უნდა დაიხარჯოს 4 მილიონ 573 ათასი ლარი. აქედან პარლამენტის წევრებისთვის გამოყოფილია 1 500 000 ლარი, ხოლო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე 3 073 000 ლარი.
ინსტიტუტის განცხადებით, განვლილ წლებში ანალოგიურ შეკითხვებზე, პარლამენტიდან არასრულყოფილი პასუხები მისდიოდათ.
“შესაბამისად IDFI-ი მიესალმება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ცვლილებებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორედ პარლამენტი უნდა იყოს ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით ყველასთვის მისაბაძი საჯარო დაწესებულება.” _ აცხადებენ ორგანიზაციაში.