_ ზვიადთან ერთად შევხვდი მრავალშვილიან ათ ქალბატონს. ოზურგეთის დეპუტატმა მათ საჩუქრები გადასცა, ძალიან თბილი შეხვედრა შედგა, _ გვითხრა ელისო ჩაფიძემ.
ამ წუთებში, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” დარბაზში, ზვიად კვაჭანტირაძე და ელისო ჩაფიძე მოსახლეობის წარმომადგენლებს ხვდებიან.
ელისო ჩაფიძემ ოზურგეთელებს სიტყვით მიმართა.
_ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ამ ერთი წლის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, თითოეულმა თქვენგანმა განიცადა დიდი შევიწროება, გარკვეული შიში გვქონდა მომავალთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიცხოვრებდით ჩვენ ქვეყანაში. საქმე, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ახლა იწყება. ახლა უნდა ვივარგოთ, ახლა უნდა გავამართლოთ “ქართული ოცნების” მოსვლა ხელისუფლებაში, _ განაცხადა ელისო ჩაფიძემ.