“ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა განაცხადა, რომ ანსამბლი ემსახურება ხელოვნებას და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. სამარცხვინოა როდსაც მდიდარი ტრადიციების მქონე ანსამბლს ერის მოღალეტს უწოდებენ.
“ერისიონის” მთავარი ქორეოგრაფის რევაზ ჭოხონელიძის თქმით, მათ ქართული დროშა კრემლში ააფრიალეს, რაც არ უქნია არცერთ იმ ადამიანს ვინც დღეს “ერისიონს” მოღალატეს უწოდებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაანონსებული კვერცხების და რუსული დროშის აქცია არ შედგა, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ორგანიზატორები არ გამოჩენილა.