საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 80 გვერდიანი ესპერტიზის დასკვნას თან ახლავს მოცულობითი დანართები ფოტოცხრილებისა და კვლევის ლინგვისტური ნაწილის სახით.
_ საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მთავარი პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს განასაჯაროოს მიღებული ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი. გამოძიება დამატებით განასაჯაროებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს მათი მიღებისთანავე. მითითებულ სამსახურებში ექსპერტიზები დანიშნულია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ, _ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ “ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეოგრამა მონტაჟის წესით არის მიღებული, აქედან გამომდინარე, ვიდეოგრამა ორიგინალ ჩანაწერს წარმოადგენს, თუ ასლს, ექსპერტების მიერ პასუხის გაცემა შეუძლებელია”.