რომელმაც საკრებულოს მგლებისა და ტურების მომრავლებით შეწუხებული მოსახლეობის პრობლემა შეახსენა, დავით წულაძემ საქართველოს პარლამენტში ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე გააკრიტიკა: “სადაა ჩვენი დეპუტატი? ის წარმომადგენლად ავირჩიეთ, მაგრამ აქ არ მინახავს, არც ერთ სხდომას არ დასწრებია. ასეთი ფაქტების მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვიქნები”, _ თქვა წულაძემ, რომელსაც მის გვერდით მჯდომი მაკა კვირკველია გამოეპასუხა.
მაკა კვირკველიამ სხდომის შემდეგ პრესასთან თქვა, რომ დეპუტატის მიმართ კრიტიკა მიუღებელია: “არ ვიცი, რამდენად ლამაზია ამ საკითხზე ხაზის გასმა, მაგრამ თითქმის თვენახევარია დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ გართულდა, მაგრამ ღმერთის წყალობით გადარჩა. მთელი ერთი თვე ვერ მოახერხა ლანჩხუთში ჩამოსვლა სწორედ იმის გამო, რომ საწოლიდან ვერ დგებოდა. ის, რომ ბიურო არ მუშაობს, ამ ბიუროში მე თვითონ ხშირად ვიმყოფები და ვიცი, რომ ბევრ ადამიანს დაეხმარა ბატონი თემური, ყველანაირად ჩართულია ამ სიტუაციაში. ბატონი დათოს პათოსი, იმას ისახავდა მიზნად, რომ ფრაქცია შევქმენი და არ ვჩერდებიო თუ რა იყო ეს, არ ვიცი. ყველანაირი ბრალდება დეპუტატის მიმართ აბსურდულია,” _ თქვა კვირკველიამ.