ჯგუფს გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი მაიკლ ფრიკე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა ლელაძემ სტუმრებს IV ქვეითი ბრიგადის ბაზის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მან ატაშეების შეკითხვებსაც უპასუხა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაზიანში უცხოელმა სტუმრებმა ბრიგადის შტაბი, ყაზარმები, სპორტული დარბაზი, სიმულაციის ცენტრები და საკონფერენციო დარბაზი დაათვალიერეს. თავდაცვის ატაშეებმა ქართულ სამხედრო ქვედანაყოფში ვიზიტი გამჭვირვალობის მისაღწევად წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. სამხედრო ატაშეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებზე რეგულარულ სახეს მიიღებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროსთან ღია და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ასეთი ურთიერთობები მართლაც სასარგებლოა. წლის ბოლომდე ბევრი მსგავსი ვიზიტი იგეგმება. ჩვენ ამას მივესალმებით“ _ აღნიშნა გერმანიის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა მაიკლ ფრიკემ.