სოფლის მოსახლეობამ უკვე მთავარი პრიორიტეტები სოფლის კრებაზე დააყენეს: სოფლის ცენტრის დასუფთავება, სანიაღვრე არხების გაწმენდა, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება უბნებში, გარე განათების მოწესრიგება და სოფლის შიდა გზების მოხრეშვა.
ანალოგიური კრება შედგა ჭანიეთის თემის სოფელ ვაშტიალში და ქაქუთში. ვაშტიალში სურთ, რომ მოგვარდეს სასაფლაოს მიმდებარე წყლის საწრეტი არხის გაწმენდა, სანაგვე ურნების დადგმის და შიდა გზების მოხრეშვის საკითხები. ქაქუთში კი _ სასაფლაოს შემოღობვა; გზების ორმოული შეკეთება და მოხრეშვა და გარე განათების ნათურების შეძენა.