_ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელობის პოსტი, სადაც 6 თვე ვიმუშავე. მივმართე ამის შესახებ დეპუტატს წერილობით, რომელიც მაროკოში იმყოფება, მე ჯერ მისგან პასუხი არ მიმიღია.
ეს გადაწყვეტილება, მივიღე იმიტომ, რომ მე ვითავისუფლებ თავს და ვათავისუფლებ დეპუტატს იმ უხერხულობისგან, რაც ამ ბოლო პერიოდში, მისი და ჩემი მისამართით ისმის. დეპუტატის ბიუროსკენ არის მუდმივად თითი გაშვერილი, რომ რომ მე მის ზურგს უკან ვარ ამოფარებული. 20 წელია სიმართლისთვის ვიბრძვი და ბრძოლას ახლაც გავაგრძელებ, არ გავჩერდები, – აღნიშნა სუნგულიამ “გურია ნიუსთან”.