თუმცა აქციას დაანონსებისთანავე არ აკლდა გამოხმაურებები და აქტუალურიბა.
სწორედ მოახლოებული 19 აპრილის აქციას ეხმაურება რუსეთში ჯავახეთის დიასპორა და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აქცია პროვოკაციებისა გარეშე არ ჩაივლის. დარწმუნებულები ვართ, შექმნილი იქნება სპეციალური ჯგუფები, როლებიც შეეცდებიან მშვიდობიან მოსახლეობას შორის შუღლი ჩააგდონ, რაც შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი გახდეს. ასე დარწმუნებით იმიტომ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს 7 ნოემბერი და 26 მაისი. ახლა ის ძალა, რომელმაც ეს საზარელი ტრაგედია დაატრიალა, კვლავ ცდილობს სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ქართველი ხალხი დააპირისპიროს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ახალი მთავრობის სამართლიან მიზნებს და ასევე ქართველი ხალხის ევროინტეგრაციის სურვილს, მაგრამ ამასთანავე გაფრთხილებთ, ნუ მიხვალთ აქციაზე, რადგან დაგეგმილ პროვოკაციებს შესაძლოა სისხლისღვრაც მოჰყვეს. ჩვენ საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას მივმართავთ: ნუ აყვებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ პროვოკაციას და ნუ მიიღებთ 19 აპრილის აქციაში მონაწილეობას. ნუ მისცემთ “ნაციონალურ მოძრაობას” მოსახლეობის ზურგს უკან დაიმალოს.
მოსთხოვეთ ახალ მთავრობას, გააუქმოს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. პარტიის თითოეული დამნაშავე წევრი სახალხოდ უნდა გასამართლდეს”.