“გურია ნიუსის” კითხვაზე, რა გეგმები აქვს საქართველოს მთავრობას სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ “საქართველოს გუნდი გაემგზავრება სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე.”
თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციისგან განსხვავებით, საქართველოს, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ვებ-გვერდზე დღემდე განთავსებულია წერილი სათაურით “საქართველო 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის გადატანას ითხოვს” ასევე ვებ-გვერდზე განთავსებულია “საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში წარსადგენი ოფიციალური მიმართვა”, რომელსაც ხელს აწერენ: ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, ევროპის ჩემპიონი კობა წაქაძე და ოლიმპიური ჩემპიონები: მედეა ჯუღელი, რაფაელ ჩიმიშკიანი, ვახტანგ ბლაგიძე, ვაჟა კაჭარავა, ქეთევან ლოსაბერიძე, რობერტ შავლაყაძე, დავით გობეჯიშვილი, შოთა ხაბარელი, გელა კეტაშვილი, ნინო სალუქვაძე, დავით ხახალეიშვილი, გიორგი ასანიძე, ირაკლი ცირეკიძე, მანუჩარ კვირკველია და რევაზ მინდორაშვილი.