“რატომ გაიზარდა ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვართან საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და დაკავების შემთხვევები? რატომ გახშირდა ყოველივე ეს განსაკუთრებით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ?
Vano Merabishvili: ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან სერიოზული და საგანგაშო ინფორმაცია გვინდა მოგაწოდოთ, ამჟამად გადამოწმება მიმდინარეობს და არ გვინდა წინასწარ განვაცხადოთ. ამ მიმართულებით, ხელისუფლებამ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, რაც არ გაგვიკეთებია არც ჩვენ 9 წლის განმავლობაში და თვით შევარდნაძის მთავრობის დროსაც კი, მსგავსი რამეები არ ხდებოდა. რა მოხდა ბოლო თვეებში, ამის შესახებ ჩვენ საგანგებო განცხადებებს მომავალ კვირას გავაკეთებთ – თუ რატომ ხდება გახშირებულად საქართველოს მოქალაქეების გატაცება და შემდეგ მათი საჯარო გათავისუფლება,” _ ნათქვამია განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved