მისი თქმით, მსგავსი საქმეები მის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა, მისივე განცხადებით ასეთი სახის დანაშაულებები შესაბამისად უნდა იყოს შესწავლილი, განხილული და გადაწყვეტილებებიც გამოტანილი.
,,მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ გავაკეთო შეფასებები საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებასთნ დაკავშირებით. ეს ნამდვილად არ არის ჩემი კომპეტენცია, მაგრამ, რათქმაუნდა, როდესაც არის ასეთი შემთხვევები, ვინც არის მსგავს დარღვევაზე პასუხისმგებელი ალბათ უნდა იყოს შეფასებული, განხილული, გარკვეული ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილება არის მისაღები“ _ განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.