უმცირესობას მხოლოდ მისი კანდიდატურა ჰყავს. აბსოლუტური უმრავლესობა კი თარგამაძის კანდიდატურაზე უარს აცხადებს,” _ ასე ახსნა დავით საგანელიძემ “ნდობის ჯგუფის” აქამდე არ არსებობის საკითხი.
“მოგეხსენებათ, ნდობის ჯგუფი პარლამენტში საკმაოდ სერიოზული ჯგუფია. მას აქვს გარკვეულად ის ინფორმაცია, რომელიც საჯარო არ არის. “ნდობის ჯგუფში” არიან წარმომადგენლები, როგორც უმცირესობიდან, ისე უმრავლესობიდან. უმცირესობას აქვს თავისი კვოტა, რომელსაც ამტკიცებს უმრავლესობა. შესაბამისად, უმრავლესობას აქვს საშუალება, გარკვეულ პიროვნებებს არ დაუჭიროს მხარი. ჩვენ შევთავაზეთ უმცირესობას, რომ წარმოედგინათ რამდენიმე ადამიანი. მათ სურვილი აქვთ, რომ იყოს გივი თარგამაძე, მაგრამ აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამ კანდიდატურაზე უარი განაცხადა. ამიტომაა ეს პროცესი ამ დრომდე გაჭიანურებული,” _ განაცხადა დავით საგანელიძემ
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივის მიხედვით, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებზე საპარლამენტო კონტროლის დასაწესებლად უნდა შეიქმნას “ნდობის ჯგუფი”.