მისი ორგანიზატორები უკვე რამდენიმე დღეა მომხრეებს 11 საათზე ფილარმონიასთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.
ერთ-ერთ ორგანიზატორი, გიორგი გაბედავა ამბობს, რომ მერიისგან ნებართვა რამდენიმე საათის წინ მიიღეს.
_ მერიისგან გვაქვს ნებართვა 17 მაისის აქციაზე. პირადად გადმომცეს რამდენიმე საათის წინ. ხვალ 11 საათზე შევიკრიბებით ფილარმონიასთან და დავიძრებით რუსთაველისკენ. ვიკრიბებით იმისთვის, რათა არ დავუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე სექსუალური უმცირესობების აღლუმის გამართვა. სწორედ ამიტომ დაიწყეს შიმშილობა ბესარიონ მიქავამ და გრიგოლ ბოკვერაძემ. მე სოლიდარობას ვუცხადებ ამ ადამიანებს. 17 მაისს დაგეგმილი “ლგბტ” აქცია არ უნდა გაიმართოს!
_ როგორ ფიქრობთ, შარშანდელივით ხვალაც შეიძლება აქცია დაპირისპირებით დამთავრდეს?
_ არ მგონია, საერთოდ მოახერხონ ამ ადამიანებმა ხვალ რუსთაველზე მოსვლა. ვერ მოვლენ, რადგან ყველამ იცის, რომ ამ აქციის საპროტესტო აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. ჩემი აზრით “ლგბტ” აქცია არ გაიმართება. ძალიან ბევრი ადამიანი გამოხატავს ხვალ პროტესტს.
რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ უკვე მეორე დღეა ბესარიონ მიქავა და გრიგოლ ბოკვერაძე შიმშილობას აგრძელებენ. ისინი პროტესტს ამ ფორმით უცხადებენ 17 მაისს დაგეგმილ “ლგბტ” აქციას. ახლა მოშიმშილეებთან მივდივარ. ხალხი უკვე იქაა შეკრებილი. დღეს გლოვის დღეა. ქაშუეთში გარდაცვლილი სამხედროების პანაშვიდი გადაიხადეს მოძღვრებმა, ახლა კი ლოცვების კითხვა იწყება მშვიდობისთვის. რუსთაველზე 9 აპრილს ქართველი გმირების სისხლი დაიღვარა, დღეს ქართველი გმირი ვაჟკაცების ცხედრები ეკლესიაში ესვენა და ხვალ მათი აქციის გამართვა ამ ტერიტორიაზე საშინელება იქნება. ასე რომ ხვალ ყველამ ერთად უნდა ვთქვათ: _ არა, გეი აღლუმს! აქცია არ უნდა ჩატარდეს.
_ ხვალ საკმაოდ მძიმე დღე ექნება პოლიციას. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცნენ სამართალდამცავები?
_ პოლიციამ უნდა დაიცვას კანონი.
_ კანონი არ კრძალავს ასეთ შეკრებებს და წინააღმდეგ შემთხვევაში, ირღვევა გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება… პოლიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ეს აქცია დემოკრატიის მაჩვენებელია…
_ დაავიწყდათ ამ ადამიანებს, რომ ყველა სკამი დროებითია. უსუფაშვილი რას იტყვის, ეს მეორეხარისხოვანია, მთავარია, ჩვენ დავდგეთ სწორ პოზიციაზე. ხვალ 17 მაისს 13 საათზე საჭესთან მყოფი ყველა ადამიანი, ვისაც არ უნდა ამ აღლუმის ჩატარება, მანქანის საყვირით გამოხატავს პროტესტს. ჩვენ კი ფილარმონიიდან დავიწყებთ მსვლელობას. საკუთარ სახლში ვისაც რა უნდა ის აკეთოს, ხოლო საზოგადოებაში კეთილი ინებოს, შესაბამისად მოიქცეს და ნუ გამოიტანს საკუთარ სიბილწეს! თუ მათი უფლებები ირღვევა ჩემი ამ ნათქვამით, მაშინ ჩემი, როგორც მართლმადიდებლის უფლებებიც ირღვევა ამ აღლუმით. იმედი მაქვს ხვალინდელი დღე მშვიდობიანად დამთავრდება.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს სურთ ფართო საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის პრობლემისკენ. თავის მხრივ, კონტრაქციებს აანონსებენ საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ამგვარი მსვლელობის გამართვას დაუშვებლად და მათი მართლმადიდებლური რწმენის შელახვად მიიჩნევენ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, “დაიცვან კანონის მოთხოვნები, შეინარჩუნონ აქციის მშვიდობიანი ხასიათი და ტოლერანტული ქცევა, რაც დემოკრატიული და პლურალური საზოგადოების განვითარების წინაპირობაა”.