მისი განცხადებით, ქუთაისს, ვიდრე ნაციონალები და პოლიტიკურორიენტაციაშეცვლილი ხალხი მართავენ, არაფერ ეშველება.
დიმიტრი კოპალიანის თქმით, ის ქუთაისში იმიტომ დაბრუნდა ამერიკიდან, რომ ქალაქისთვის რამე გაეკეთებინა და იმან, აქ რაც დახვდა, მისი განცხადებით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კოპალიანი აცხადებს, რომ ქუთაისში უზნეო პოლიტიკოსები დახვდნენ, რომლებიც მუშაობას არ აცდიან და ცდილობენ, ახლა მისი იმპიჩმენტის საკითხი დააყენონ. კოპალიანი “ქართულ ოცნებაში” შემავალ პარტიებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ, რა ხდება ქუთაისში.
შეგახსენებთ, რომ პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” იმერეთის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა გოჩა თევდორაძემ კოპალიანის იმპიჩმენტის საკითხი წამოჭრა და აღნიშნა, რომ კოპალიანის მოსვლის შემდეგ მერია სრულიად პარალიზებული და და თუ ის ვერ მოახერხებს სიტუაციის გამოსწორებას, ალიანსი კოპალიანის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს. დიმიტრი კოპალიანი ერთი თვის წინ ქუთაისის საკრებულოში სწორედ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სრული მხარდაჭერით აირჩიეს.