რაზეც სამინისტრომ რეაგირება მოახდინა და მოკვლევა აწარმოვა.
კულტურის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით, კულტურის სამინისტრომ შესულ საჩივრებზე მომხდარი რეაგირების დასკვნები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადასცა.
“ჩვენ შევისწავლეთ ის საჩივრები, რომელიც კულტურის სამინისტროში დათხოვილი მუსიკოსების მხრიდან შემოვიდა და მინდა გითხრათ, რომ დასკვნა, რომელიც ამ საქმეზე ჩვენმა უწყებამ დადო, საკმაოდ მძიმეა. თუმცა, ჩვენ მთლიანად 2011-12 წლების საქმიანობა არ შეგვისწავლია, რადგან არსებობს შემოწმების რამდენიმე ვარიანტი: პირველი _ კომპლექსური შემოწმება; მეორე _ შერჩევითი შემოწმება და მესამე _ რეაგირება საჩივრებზე. ჩვენ, ამ შემთხვევაში, საჩივრებზე მოვახდინეთ რეაგირება, მაგრამ კულტურის სამინისტროს კომპეტენცია საქმის აღძვრა არ გახლავთ და ამიტომ დასკვნა გადავეცით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. რას მოიმოქმედებენ ის სტრუქტურები ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა, მათზეა დამოკიდებული. ჩვენ ახლა ვალდებულები ვართ , დაველოდოთ კომპეტენტური ორგანოების დასკვნას, არის თუ არა საქმეში კონკრეტული დანაშაულის ან დარღვევის ნიშნები და მიგვაჩნია, რომ ამის შემდეგ, უკვე ბუნებრივად, ამ დარღვევებზე რეაგირებას გავაკეთებთ.
ახლა ველოდებით ზემდგომი სტრუქტურის ანუ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მითითებას, თუმცა, ჩვენ გვქონდა ასეთი არჩევანიც _ შეიძლებოდა ხელმძღვანელი პირი, როგორც პასუხისმგებელი ორგანიზაციის საქმიანობაზე, დაუყონებლივ გაგვეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან, ამის საფუძველს ჩვენივე დასკვნა იძლეოდა და მეორე _ ან დაველოდოთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემდგომ რეაგირებას საქმეზე,” _ განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილემ.