სოციალურად დაუცველი პიროვნება დღეს მერის კაბინეტთან იცდიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, თუ მერი მას არ შეხვდებოდა და არ დაელაპარაკებოდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალბატონი სოციალურად დაუცველი და მარტოხელა დედაა, რომელსაც საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია. ქუთაისის მერიაში აღნიშნავენ, რომ დიმიტრი კოპალიანი უკვე შეხვდა მას და ესაუბრა.
განცხადება მერის სახელზე საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით უკვე არსებობს. რეალურად რამდენად შეძლებს ქალაქის მერია, სოციალურად დაუცველის საცხოვრებელი ფართით დამხარებას, მაშინ როცა საბინაო სამსახური გაუქმებულია და ქალაქის მერს არ აქვს საბინაო ფონდის განკარგვის უფლება, ჯერჯერობით, უცნობია.