ამის შესახებ “გურია ნიუსს” ქალაქის ვიცე-მერმა თენგო თოფურიძემ აცნობა. მისი განმარტებით, ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ საჯარო სამსახურის ვებგვერდზე განთავსდება და მსურველებს შანსი ექნებათ, სასურველ ვაკანსიებზე გააკეთონ განაცხადი. განაცხადის შეტანის შემდეგ, 10 დღეში, კონკურსი გამოცხადდება.
რაც შეეხება მერიის სამსახურის უფროსების მოვალეობის შემსრულებლებს, მათ ამ პოსტზე ყოფნისთვის მხოლოდ სამი თვე აქვთ, ამიტომ სურვილის შემთხვევაში, მათაც ეძლევათ საშუალება, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და გარკვეული ეტაპების გადალახვის შემდეგ დაინიშნონ თანამდებობებზე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან 86 თანამშრომელი გაათავისუფლეს.